ზაზა ვაშაყმაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჟოუ ციენი დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვია. ინფორმაციას რელიგიის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და აქტივობები, საქართველოს მთავრობის რელიგიური პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული რელიგიური ლანდშაფტი.

“ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხებზე. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისათვის. მისი ინტერესი გამოიწვია ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატმა, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებს აერთიანებს და თავისი ფორმატით უნიკალურია.

შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით", „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით", „"ოკუპირებული მემკვიდრეობა" და „რელიგიები საქართველოში" გადასცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს