რელიგიის სააგენტო - ჭადრაკში რელიგიებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მართლმადიდებელთა გამარჯვებით დასრულდა

დღეს, საჭადრაკო კლუბ „მერანის" დარბაზში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკში საქართველოს მეოთხე გუნდური ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მეორე ადგილი დაიკავეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა, მესამე ადგილზე კი ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის გუნდი გავიდა.

„ტურნირის დასრულების შემდეგ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რეგიონული კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე არსენიძემ გამარჯვებული გუნდები თასებით, მონაწილეები კი საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს გუნდები.

ტრადიციული ტურნირის ორგანიზატორები არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს