Global Private Banker: „საქართველოს ბანკის“ პრემიუმ მიმართულება საუკეთესოა საქართველოში

„საქართველოს ბანკის“ პრემიუმ მიმართულება Global Private Banking Innovation Award-ის ფარგლებში, საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.

გამარჯვებულების გამოსავლენად, Global Private Banker-ი სხვადასხვა კრიტერიუმებს ეყრდნობა, მათ შორის, ციფრულ ინოვაციებს, მომხმარებლის გამოცდილებას და ჩართულობას, ფინანსურ და ბიზნეს შედეგებსა და კორპორატიულ სტრატეგიას.

აპლიკაციების საფუძველზე, ფინანსური ინსტიტუტები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო შეთავაზებების შექმნას, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს სრულად ერგება და გამორჩეული საბანკო გამოცდილებას განაპირობებს.

წელს, Global Private Banking Innovation Awards 2025-ის ფარგლებში რეკორდული განაცხადების რაოდენობა შემოვიდა. გამარჯვებულებს შორის კი დასახელდნენ ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Deutsche Bank Private Bank, Bank of America Private Bank, HSBC Global Private Banking და Maybank Private. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტები გააგრძელებენ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომების შენარჩუნებას საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მომხმარებლებს შესთავაზონ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული გამოცდილება“, - ვკითხულობთ Global Private Banker-ის განცხადებაში.

მოხარული ვართ, Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებისთვის მონიჭებული აღიარებით, რომელიც დაფასებაა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის - შევქმნათ საქართველოში საუკეთესო პრემიუმ საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ჩვენი მიზანი ერთია - დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, სწორედ ამიტომ, ჩვენი ბანკირები და ჩვენი გუნდის წევრები ყოველ ნაბიჯზე მომხმარებლების გვერდით არიან და სთავაზობენ მხარდაჭერას მათი მიზნების განხორციელების პროცესში. ადამიანური კავშირები, წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მუდმივი სწორება ინოვაციასა და განვითარებაზე არის ის, რაც ქმნის საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას - Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების საუკეთესოდ აღიარება საქართველოში კი თითოეული გუნდის წევრისთვის წარმოადგენს სტიმულს, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული პრემიუმ გამოცდილება და შევქმნათ საუკეთესო ბანკი საქართველოში“, - დეა კილაძე, საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია