თსსუ-ში ღია კარის დღე გაიმართა

გახდი თსსუ-ელი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა.

ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში და ეზოში 11:00 საათზე დაიწყო. სტუმრებმა მოსვლა ღია კარის დღეზე ოფიციალურ გახსნამდე დაიწყეს. ინტერესი მაღალი იყო. ხალხმრავლობა შეინიშნებოდა ყველა პავილიონთან, როგორც ფოიეში, ასევე ეზოში.

პირველი კორპუსის ფოიეში მოსულ სტუმრებს დახვდათ თსსუ-ის ფაკულტებების (მედიცინა, სტომატოლოგია, ფარმაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) და პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალვრო პროგრამები) სივრცეები, სადაც მათ შესაძლბელობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ თსსუ-ის ყველა საგანმანათლებლო პროგრამას, ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მათზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

პირველი კორპუსის ფოიეში ცალკე პავილიონი დაეთმო ციფრულ სივრცეს, სადაც სტუმრებმა VR სათვალეების გამოყენებით ციფრულად იმოგზაურეს თსსუ-ში. ამავე პავილიონში სტუმრებს ანატომიური ციფრული მაგიდაც დახვდათ, რომლის მეშვეობითაც აბიტურიენტებმა ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღეს და ღია კარის დღეზე მიღებული ცონდა, ადგილზევე გამოსცადეს.

თსსუ-ის ღია კარის დღე გამორჩეული იყო საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით. ფოიეში თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებთან და ცენტრებთან ერთად, ცალკე სივრცეები ჰქონდათ თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებსა და ინსტიტუტებს: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.

ფოიესთან ერთად, დატვირთული იყო ეზო. აქ აბიტურიენტებს თსსუ-ის და უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტური პროგრამების, ასევე აქტივობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს თსსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ და სტუდენტურმა ორგანიზაციებმა. სტუდენტურ სივრცეში, დაინტერესებული ახალაგზრდები სტუდენტებმა მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს. სპეციალურად მათთვის მოეწყო სპორტული ღონისძიებები და შემცნებითი ვიქტორინები. ეზოში მოწყობილი იყო სტუდენტური პოდკასტის სივრცეც, სადაც აბიტურიენტები და არა მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ სტუდენტებს.

აბიტურიენტებთან ერთად შიდა და გარე სივრცეები თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, თსსუ-ის კანცლერთან, ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად დაათვალიერა და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო.

13:00 საათზე, თსსუ-ის ღია კარის დღის ეპიცენტრმა ფოიედან და ეზოდან, თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც თსსუ-ის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი მიესალმა აბიტურიენტებს, წარმატებები უსურვა მომავალი პროფესიის არჩევაში და მადლობა გადაუხადა ნდობისა და დაინტერესებითვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აბიტურიენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, თსსუ-ის ვიცე რექტორებმა, ფაკულტეტების დეკანებმა და პროგრამების ხელმძღვანელებმა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში