გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისს, 06:00-დან 06:10

საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ახატანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საკრამულინაგლიანთკარი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში სარაჯიშვილის, ჩოლოყაშვილის, ბერი გობრონის, ზემოუბნის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, 26 მაისის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება