თბილისის მერია - რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი აღიკვეთა

დიდ ლილოში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტერიტორიაზე არსებული დაუსრულებელი შენობების, კაპიტალური საძირკვლებისა და მავთულბადის ღობის დემონტაჟი განხორციელდა.

როგორც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა განაცხადა, კანონის ფარგლებში, მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„სამგორის რაიონში, სატყეო და რეკრეაციულ ზონაში მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების უკანონოდ დაკავების ფაქტი. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია