სერგეი რიაბკოვი - აშშ-რუსეთს შორის ორმხრივი კონსულტაციების მესამე რაუნდი ახლოვდება - აშშ-თან დაკავშირებით მარტივი საკითხები არ არსებობს

მოსკოვი და ვაშინგტონს შორის ორმხრივი საკითხების განსახილველად კონსულტაციების მესამე რაუნდი ძალიან მალე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს შედარებით რთული და შედარებით მარტივი საკითხები, თუმცა, აშშ-თან დაკავშირებით პრინციპში მარტივი საკითხები არ არსებობს.

„გაღიზიანების გამომწვევ საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციების მესამე რაუნდი ახლოვდება. კონკრეტულ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. არსებობს საკითხების მთელი კომპლექსი, ზოგიერთი უფრო რთული და ზოგი - უფრო მარტივი, თუმცა აშშ-სთან დაკავშირებით მარტივი საკითხები, პრინციპში, არ არსებობს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია