რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და 60 - დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, რამაც ნგრევა, ხანძარი და მსხვერპლი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 60 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.

ქალაქის მერის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვზე დრონების გამოყენებით 17 დარტყმა განახორციელეს.

​​“პირდაპირი დარტყმები განხორციელდა მრავალსართულიან შენობებზე, კერძო სახლებზე, სათამაშო მოედნებზე, ბიზნეს ობიექტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ცეცხლმოკიდებული ბინები, დანგრეული სახურავები, დამწვარი მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები“, - აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება