ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 125-ე შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 125-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ამ ფორმატში გამართული წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების 5 ფაქტი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 ფაქტი.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე.

,,წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების 5 ფაქტი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 ფაქტი. დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. გარდა აღნიშნულისა, შევეხებით საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, კერძოდ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, რომელთა რიცხვიც, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ შვიდი.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა მოიცვა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტები, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტში ფაქტები დაფიქსირდა დვანის, ავლევის, ატოცისა და ღოღეთის მიმართულებით, რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული ინციდენტები დაფიქსირდა ერგნეთისა და დიცის მიმართულებით. რაც შეეხება აღნიშნული ინციდენტების ფორმას, ეს გახლავთ ხელოვნური უკანონო ბარიერების აღმართვა სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მეტალის ბადეები თუ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს