ირაკლი ანთაძე - ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 10 მოქალაქეა, კონკრეტული დაპირებები არ გაცემულა, მაგრამ არსებობს მოლოდინი, მივაღწიოთ რამდენიმეს ოჯახში დაბრუნებას - მიმდინარეობს მუშაობა, რომ გადაადგილების რეჟიმი შემსუბუქდეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 125-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე.

ამასთან, ანთაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ თავისუფალი გადაადგილების კუთხით ამჟამად არსებული რეჟიმი შემსუბუქდეს.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებაზე. როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 10 თანამოქალაქე, არანაირი კონკრეტული დაპირებები ამ კუთხით გაცემული არ იქნა, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მივაღწიოთ ჩვენი რამდენიმე თანამოქალაქის საკუთარ ოჯახში დაბრუნებას.

აბსურდული ე.წ. ბრალდებები, რაც ამ მოქალაქეების მიმართ იქნა წარდგენილი, ყველა არის ძალაში და რამდენიმე მათგანი ელოდება ე.წ. სასამართლო პროცესს, რომელთა შედეგსაც ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით შევიტყობთ.

ასევე განვიხილეთ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა ფაქტი, აღნიშნულზე შედგა ვრცელი დისკუსია და ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ცნობილი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე იქნება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის თუნდაც ერთი ფაქტი, ეს არის მძიმე ინციდენტი და ამაზე ყოველთვის იქნება ადეკვატური რეაგირება.

გარდა ამისა, ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით ამჟამად არსებული შეზღუდვების შესახებ. არ მინდა, ჯერჯერობით, გავაჟღერო დეტალები, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს რეჟიმი შემსუბუქდეს და შემდეგ უკვე გაჩნდეს სხვა პოზიტიური პერსპექტივები. ამაზე უკვე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგი“, - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართული წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების 5 და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 ფაქტი.

სუს-ის ცნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 21 ივლისს გაიმართება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია