თბილისის საქალქო სასამართლოში ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საქმეზე აქტივისტის, ანა სუბელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალქო სასამართლოში პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის აქტივისტის, ანა სუბელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის გამო აქტივისტის წინააღდეგ სარჩელი, დეპუტატმა, ნინო წილოსანმა 11 ივნისს შეიტანა.

სხდომას არ ესწრება ბრალდებული ანა სუბელიანი.

ბრალდებულის წარმომადგენელმა კი მოსამართლე ნინო ენუქიძეს სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა.

ასევე, 12 საათზე ჩანიშნული კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესიც, მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ბრალდებით მიმდინარეობს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა