უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

არსებული ცნობებით, გარდაცვლილია დემეტრე დარჩია. „ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დარჩია დაიღუპა დივერსიული ინციდენტის შედეგად.

„დღეს, ქართული ლეგიონის ბაზაზე, დივერსიული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უცნობი პირის მიერ შემოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამ ინციდენტის შედეგად ჩვენი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.

ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას. სხვა დეტალები ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის.

ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.

თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ნათესავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა