შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 108 000 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის პარტია განადგურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან შემოტანილი 108 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ საქონლის ტრანსპორტირებისას, გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვინაიდან, საქონელი შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია