გიორგი ჯინჭარაძემ სტუდენტებს ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ გალერეაში, ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნის - „ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.

“სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მშვიდობის ცენტრის“ სტუდენტები საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ შარვაშიძეების საგვარეულოს სამი გამორჩეული წარმომადგენლის ცხოვრებას, შემოქმედებასა და უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც ალექსანდრე შარვაშიძის მოღვაწეობაზე, მისი მემკვიდრეობასა და ქართულ-აფხაზური შერიგების პროცესში კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნის - „ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.

გამოფენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გამოფენა „ალექსანდრე შარვაშიძე - რეტროსპექტივა“ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პროექტის „კულტურა გვაერთიანებს“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი ახალგაზრდებში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე