კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.

როგორც მან განაცხადა, კონფერენციის პოპულარობა ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 600 განცხადებიდან მხოლოდ საუკეთესო 200 განაცხადის მიღება მოხდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამის გარდა სტუდენტი ჩართული იყოს სამეცნიერო მოღვაწეობაში და ამ კონფერენციის მეშვეობით ჩვენი უნივერსიტეტი ამას ახერხებს. თავად ის ფაქტი, რომ კონფერენცია მე-13-ედ ტარდება, უკვე მრავლის მთქმელია. თავდაპირველად განაცხადები ცოტა იყო - 20-40 ფარგლებში და ვინც მოდიოდა, ყველას ვიღებდით. ახლა პოპულარობა მოიხვეჭა და 600 განაცხადი იყო შემოსული და მხოლოდ საუკეთესო 200 განაცხადის მიღება მოვახერხეთ. ახალი სექცია გვაქვს ასევე, მეორედ გადავწყვიტეთ, რომ საშუალება მიგვეცა მოსწავლეებისთვის, ძალიან ბევრ სკოლასთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული.

უნივერსიტეტისთვის ეს ღონისძიება ზეიმია, სტუდენტებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თავიანთი უნარები გამოამჟღავნონ“, - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

ასევე, კონფერენციაში მონაწილე პირებს სიტყვით დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო მინდიაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, მარინა გედევანიშვილმა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, სესილი გოგიბერიძემ მიმართეს.

კონფერენციის ფარგლებში 8 სექციამ იმუშავა, რომელიც 16 ქვესექციაში იყო გადანაწილებული. აღნიშნული სექციებია: ბიზნესი და ტექნოლოგიები, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი.

კონფერენციის მუშაობაში ასევე ჩაერთო მომავალ სტუდენტთა სექცია, რომელშიც სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

„პირადად ჩემთვის კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ამით ვიღრმავებ ცოდნას, ვიძენ გამოცდილებას, ჯერ 2 წელია შემოვაბიჯე ამ უნივერსიტეტში და ვფიქრობ, რომ აღნიშნული კონფერენციებით ბევრს მივაღწევთ ახალგაზრდები“,- განაცხადა CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, ანდრია მანიამ.

კონფერენციის მუშაობაში ჯამში 300-მდე მომხსენებელია ჩართული - როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები. ნაშრომები წარმოდგენილია ინგლისურ და ქართულ ენებზე, სტუდენტთა მოხსენებებს კი საბოლოოდ დარგობრივი ექსპერტები და პროფესორები აფასებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია