საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე ყოფილ სტუდენტთან იმსჯელონ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ მრავალწლიანი ტრადიციის მქონე სპეციალობის საფუძვლების გაცნობამ, სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზიარებამ, ახალი ტიპის ცემენტებისა და მასალების კვლევებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, - ამის შესახებ საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერი, თეო რობაქიძე აცხადებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეო რობაქიძემ უმაღლესი განათლების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი (2005 წელი), მაგისტრატურა (2007 წელი) და დოქტორანტურა (2010 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა.

როგორც თეო რობაქიძე აცხადებს, ცემენტის ინდუსტრია მუდმივად ითხოვს გამოცდილ სპეციალისტებს. კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეგულარულად სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს, რომელთა მიზანია წარჩინებული სტუდენტების გამოვლენა და ცემენტის ინდუსტრიაში მათი მოზიდვა.

„სპეციალობად ტექნიკური მიმართულება ავირჩიე, კონკრეტულად, ქიმიური ინჟინერია. უნივერსიტეტში სწავლის პირველ კურსზე, სფეროს დეტალურად გაცნობის შემდეგ, ძირითად სპეციალობად ცემენტის ტექნოლოგიის მიმართულებით განვაგრძე სწავლა. დოქტორანტურაში სწავლისას მივიღე შეთავაზება, ჩემი კარიერა დამეკავშირებინა უნივერსიტეტთან. რა თქმა უნდა, გარემო, რომელსაც მთავაზობდნენ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ გადავწყვიტე საქმიანობა პრაქტიკულ სფეროში გამეგრძელებინა, რადგან სწავლის პროცესში დეტალურად განხილული მოწყობილობა-დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზი, პრაქტიკულად ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. მზად ვიყავი საწარმოო გამოწვევები მიმეღო და ამავდროულად, უნივერსიტეტთან კავშირი გამეგრძელებინა. ვიცოდი ეს არჩევანი უფრო რთული გზა იქნებოდა, მაგრამ საინტერესო. სადოქტორო ნაშრომის მომზადების შემდგომ, გადავდგი ახალი ნაბიჯი ჩემს საქმიანობაში და 2011 წელს, ჩემი სპეციალობით, შევუერთდი წარმატებულ კომპანიას, ყოფილ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ამჟამინდელ „ჰანიველ ცემენტს‘‘. აქ მიღებული დიდი გამოცდილების ფონზე, უკვე თამამად შემეძლო მშობლიურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზეც მემუშავა. პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, ნებისმიერი სიახლის თუ მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე, თავიანთ კურსდამთავრებულებთან იმსჯელონ, გაუზიარონ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და დაეხმარონ სწორი მიმართულების არჩევაში. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო სტუდენტებს, აბიტურიენტებს: ცემენტის მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგია ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური საინჟინრო მიმართულებაა, რასაც განაპირობებს ცემენტისა და მისი პროდუქტების უწყვეტი მოთხოვნა ბაზარზე, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური განათლება მისცეს სტუდენტებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, - აცხადებს თეო რობაქიძე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე