„რას ფიქრობ?“ - ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხების საზაფხულო შეთავაზება დაიწყო

ლიბერთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საზაფხულო კამპანიას ‘რას ფიქრობ?’ იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ახალი სესხის აღებას ან სხვა ბანკიდან არსებული სესხის ლიბერთიში გადმოტანას, უზრუნველყოფის გარეშე, ნომინალური საპროცენტო განაკვეთით 9.9%-დან და ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 15.8%-დან შეძლებს.

სესხის მაქსიმალური ლიმიტია 80,000 ლარი, ხოლო სესხის ვადა 4 წლამდე განისაზღვრება. სესხის აღება, სასურველი თანხის დამტკიცება ან არსებული სესხის თანხის გაზრდა მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშეც არის შესაძლებელი ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან

შემოსავლების დადასტურების გამარტივებული პროცესით სარგებლობა შეუძლიათ ლიბერთის როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს. „ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე ყოველთვის კონკურენტულია და მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე.

ზაფხული, როგორც წესი, უფრო აქტიური პერიოდია ფინანსური საჭიროებების კუთხით, იქნება ეს დასვენება, მოგზაურობა, გასართობი აქტივობები თუ საოჯახო ხარჯები.

„რას ფიქრობ?“ კამპანიის შეთავაზება განსაკუთრებით დროულია ზაფხულის სეზონისთვის და ბევრ ადამიანს დაეხმარება ფინანსური გადაწყვეტილებების კომფორტულად მიღებაში.“ - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

არაუზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში, მათ შორის საზოგადოებრივ სახლებში არსებულ ფილიალებსა და მობილურ სერვის ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში