ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბაგები-ჩოლოყაშვილის მონაკვეთზე ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპის სამუშოებს ასრულებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეაბილიტაცია კომპანიის 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია.

ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობისას 20 ივნისს დილის 10:00 საათიდან 21 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„სამუშაოები ფარგლებში სრულად განახლდა 5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე 62 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 57 საკვანძო და 39 წყალარინების ჭა მოეწყო, 5 სახანძრო ჰიდრანტი.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების 3000 ზე მეტ აბონენტს, მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

„ჯივიპი“ ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 20 ივნისს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს, სამუშაოების მიმდინარეობისას 20 ივნისს დილის 10:00 საათიდან 21 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ილია ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის, ირაკლი ციციშვილის და მერაბ ბერძენიშვილის ქუჩებს. წყნეთის ქუჩის I ჩიხს, წყნეთის გზატკეცილის I ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია