გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას, ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას და საქართველოს პარლამენტის წევრს, ზუგდიდის დელეგატს დავით კოდუას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე ათეული ჩასახლებაა.

„გიორგი ჯინჭარაძემ სახელმწიფო რწმუნებულს დევნილების მიმართ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში