გიორგი ბაჩიაშვილი - ჩემი მოტაცებიდან 3 კვირა გავიდა, ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა, არ ვარ დაზარალებულად ცნობილი და არც არავინ დაკითხულა

ჩემი მოტაცების შემდეგ გავიდა 3 კვირა. ამ ხნის განმავლობაში არცერთი მოქმედება არ ჩატარებულა. არ ვარ დაზარალებულად ცნობილი და არც არავინ დაკითხულა. მაინტერესებს, სასამართლომ რამე რეაგირება მოახდინა თუ არა? - ამ კითხვით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.

„1 კაცის ჩვენებაზე 11 წელი მაქვს მისჯილი. ჩემ საქმეზე დევს 2 უტყუარი მტკიცებულება. რა რეაგირება მოხდა და არის თუ არა მოსამართლისთვის რამე ცნობილი?“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ ბაჩიაშვილს ასე უპასუხა:

„ამ პროცესზე თქვენი არც ერთი უფლება არ დაირღვევა. ამაზე ვაგებ პასუხს. დღევანდელ პროცესზე , რაც მე მეხება, არის საზღვრის უკანონო კვეთა. რაც შეეხება სხვა საქმეებს, მოსამართლე პასუხს ვერ აგებს იმ საქმეზე, რომლის განხილვაც მას არ ეხება“, - განაცხადა ჯვებე ნაჭყებიამ.

თავის მხრივ, ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლოს ვერ ენდობა.

„არ აქვს ჩემს არც ერთ პროცესში მონაწილეობას აზრი. როგორ უნდა ვენდო [სასამართლოს]?“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი, ამ წუთებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე იმართება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს