ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გამო, ირანზე დარტყმას განვახორციელებთ

ირანის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევის გათვალისწინებით, განვახორციელებთ დარტყმას ძალის გამოყენებით, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, ძლიერად უპასუხონ ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას თეირანის ცენტრში რეჟიმის სამიზნეებზე ინტენსიური დარტყმებით.

„პრემიერ-მინისტრთან კოორდინაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს დავავალე, გააგრძელონ ინტენსიური ოპერაცია თეირანზე დასარტყმელად და თეირანში რეჟიმის სამიზნეებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოსაშლელად“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე