„სტუდიო ლიბერთიმ“ იპოთეკურ სესხებზე საზაფხულო შეთავაზება დაიწყო

ლიბერთის პრემიუმ საბანკო მომსახურების მიმართულება, „სტუდიო ლიბერთი“, აგრძელებს მომხმარებლის საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას და 31 ივლისის ჩათვლით, სტუდიო ნაკრების მფლობელებს იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

საზაფხულო შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალი იპოთეკური სესხის აღებისას, ასევე არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანის შემთხვევაშიც. სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალურად მორგებული პირობა ნებისმიერ ვალუტაში.

„იპოთეკური სესხის აღება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გამოცდილებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებას თან ახლავს.

სტუდიო ლიბერთის შეთავაზება, პრივილეგირებულ პირობებთან ერთად აერთიანებს სტუდიო ბანკირის მაღალკვალიფიციურ, პერსონალურ მხარდაჭერასაც.

ჩვენი მიზანია, თითოეულმა მომხმარებელმა შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულად შეესაბამება მის ფინანსურ მიზნებსა და ცხოვრების სტილს.“ - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

იპოთეკური სესხების საზაფხულო შეთავაზებით დაინტერესებულ მომხმარებლებს, პირობებზე პირველადი კონსულტაციისთვის, შეუძლიათ მიმართონ სტუდიო ლიბერთის დისტანციური მომსახურების ცენტრს: +995 32 2 55 55 05.

“სტუდიო ლიბერთი” ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე ინდივიდუალურად მორგებულ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge

აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია