პერან მუნი - დრო სწრაფად იწურება - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას, საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნების ჩამორთმევას

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია) განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული, საქართველოს "დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი დემოკრატიის ჩახშობის ესაკალაციისთვის" გამოიყენა.

“კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე ვაპირებდი საუბარს, მაგრამ სანამ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებისკენ იყო მიპყრობილი, საქართველოს დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი ქვეყანაში დემოკრატიის ჩახშობის ესკალაციისთვის გამოიყენა.

ახლა სრულიად ცხადია, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და მელიას მცირე პროცედურული ბრალდებებით დაკავებები რეპრესიის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. რეალურად, ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, ბოლო რამდენიმე კვირაში.

როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიჰყავდათ, მან თქვა: “ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ”. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს, მაშინაც კი, როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში.

და ეს დაპატიმრებები, როგორც “ცალკეულები” ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი.

გასული კვირის ოთხშაბათს, ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერს, რომელმაც მიღებული კანონები ამიხსნა, რომელთა მიზანია, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა. ჯაფარიძემ მითხრა, რომ ისიც თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მის წინააღმდეგ, მისი აზრით, მცირე ბრალდება იყო უსამართლო სასამართლოსგან, რომლისგანაც ჯარიმას ელოდა. ამის ნაცვლად, მიმდინარე კვირის ორშაბათს, ბადრი ჯაფარიძეს “ლელოს” პარტიის თანალიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.

ეს უბრალოდ ოპოზიციონერები არ არიან, ესენი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ორგანიზებული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოები არიან.

მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოსთვის ბოლო შესაძლო მომენტში ვართ. თუ სერიოზულები ვართ მათი მხარდაჭერის შესახებ, ვინც მამაცად უწევს წინააღმდეგობას საქართველოში პოლიტიკურ დევნას.

მიზანში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლები. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ არდადეგებისა და უსაფრთხო თავშესაფრის ფუფუნების ჩამორთმევას მაშინ, როდესაც ისინი სახლში დემოკრატიას შლიან”, - განაცხადა მუნმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები