ანდრია ბასილაია - დაავადებათა სკრინინგის პროგრამების ფარგლებში, უფასო გამოკვლევები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა

„სკრინინგი ერთგვარი პრევენციაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ამიტომ მზად ვართ სკრინინგის პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაავადებათა სრკინინგის პროგრამების ფარგლებში, უფასო გამოკვლევები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

„ჩვენი მოსვლის დღიდან დავიწყეთ საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად საჭირო პროგრამები. მათ შორისაა, დაავადებათა სკრინინგის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 850 000-ზე მეტი კვლევა. სკრინინგი ერთგვარი პრევენციაა ონკოლოგიური დაავადებებისთვის, ამიტომ მზად ვართ ამ პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებისთვის. ეროვნულ სკრინინგ ცენტრის არსებულ ორ ფილიალს კიდევ ორი ახალი ფილიალი დაემატა. იმისთვის, რომ გეოგრაფიული დაფარვა გაგვეზარდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით. „უფასოდ გამოკვლევები ჩაიტარა 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ.

ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვისა და HPV დნმ-ის ტესტირების კომპონენტების, ასევე HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს