აბას არაღჩი - არ მგონია, აშშ-თან მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს - მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა, ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება შესაძლებელი არ არის.

„არა მგონია, მოლაპარაკებები ასე სწრაფად განახლდეს. იმისათვის, რომ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩართვის გადაწყვეტილება მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამერიკა მოლაპარაკებების ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას დროს არ დაუბრუნდება. ვფიქრობ, რომ ყველა ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ მეტი დრო გვჭირდება“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა CBS News-თან საუბარში.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიის კარები არასდროს დაიხურება.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ირანი ურანის გამდიდრების გაგრძელებას, არაღჩიმ უპასუხა, რომ თუ მათი მხრიდან იარსებებს ნება, ამ ინდუსტრიაში პროგრესს მიაღწიონ, ზიანის სწრაფად აღდგენას და დაკარგული დროის ანაზღაურებას შეძლებენ.

„მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა. ჩვენ ასევე გავიარეთ თავსმოხვეული 12-დღიანი ომი, ამიტომ ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან. დაბომბვებით გამდიდრებისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განადგურება შეუძლებელია. თუ ჩვენი მხრიდან იარსებებს ნება, რომ ამ ინდუსტრიაში კვლავ მივაღწიოთ პროგრესს, ჩვენ შევძლებთ ზიანის სწრაფად აღდგენას და დაკარგული დროის ანაზღაურებას“,- განაცხადა არაღჩიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში