ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე - რჩება ვარიანტად

Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა „იყო და რჩება ვარიანტად“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ARD-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, კანცლერის თქმით, მიაჩნია, რომ უკრაინის არმიისთვის რაკეტების მიწოდება მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან ომის მხარედ არ აქცევს.

მერცმა განმარტა, რომ Taurus-ის რაკეტებთან მუშაობა უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ეს სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

“ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია და ჯარისკაცების მასზე მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება. წვრთნიან მათ უკვე? ჩვენ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ზელენსკისთან ვისაუბრე, კოალიციაშიც განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა,

ცნობისთვის, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია, შექმნილია კრიტიკული სამიზნეების - ხიდების, ბუნკერების, სამეთაურო პუნქტების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების და სხვა დაცული ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის. უკრაინა რამდენიმე წელია გერმანიას სთხოვს, რომ ეს რაკეტები მიაწოდოს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია