პენტაგონი - აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დახია

პენტაგონმა შეაგროვა სადაზვერვო მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვულმა პროგრამამ დაახლოებით ერთი-ორი წლით უკან დაიხია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, შონ პარნელმა განაცხადა.

„ჩვენ მათი პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დავხიეთ. ყოველ შემთხვევაში, დეპარტამენტის შიგნით არსებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.

შონ პარნელმა, გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა, თუმცა არ წარმოადგინა დამატებითი დეტალები შეფასებების წარმოშობის შესახებ, გარდა იმისა, რომ განაცხადა, რომ ისინი თავდაცვის დეპარტამენტიდან მოდის.

შეგახსენებთ, აშშ-ის სამხედრო ბომბდამშენებმა 22 ივნისს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც ბუნკერების გამანადგურებელი 13 600 კგ-იანი ბომბები და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს