გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აბიტურიენტებს მშვიდი გარემო დახვდეთ

გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება,- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან იმყოფება.

როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, 39 ათასი აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული.

„ყველაფერი მშვიდ პროცესში მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, ასეც დამთავრდება. 39 ათასი აბიტურიენტი გადანაწილებულია 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ საკუთარი ცოდნის დადასტურება. ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, მითითებულ დროს გამოცხადდნენ, დაგვიანების გარეშე. მინდა ყველას ვუსურვო წარმატება“,- აღნიშნავს ნინო წერეთელი.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს