კრემლის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ “უკან არ დაიხევს მიზნებისგან, რომლებიც უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას“ უკავშირდება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილეს.

“რა თქმა უნდა, განიხილებოდა უკრაინული პრობლემატიკა. ტრამპმა კვლავ წამოაყენა სამხედრო ქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საკითხი. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონფლიქტის მოგვარების ძიებას”, - განაცხადა უშაკოვმა.

ასევე, უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი “უკან არ დაიხევს მიზნებისგან, რომლებიც უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას უკავშირდება”.

მისი თქმით, საუბრის დროს ასევე, განხილულ იქნა სირიაში, ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.

უშაკოვის თქმით, საუბრის დროს პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამდეგი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კრემლის თანახმად,საუბარი 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს