მაღაროელი - 6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი - ტარიელ მიქაცაძესთან ერთად მირიან ლოლაძეც მშრალ შიმშილობაზე გადავიდა

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა მეგობარმა, ირაკლი ჯიქიძემ განუცხადა. მისი თქმით, ტარიელ მიქაცაძესთან ერთად მშრალი შიმშილობა მირიან ლოლაძემაც დაიწყო.

„დღეს შიმშილობის მე-16 დღეა. ტარიელ მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ექიმებზე უარს ამბობს, ყველანაირ მედიკამენტზე უარს ამბობს. დიაბეტის ნიშნული აქვს ძალიან დაბლა ჩამოსული, რაც ძალიან კრიტიკულია ჯანმრთელობისთვის. დღეს აღარ გამოგვიძახებია სასწრაფო. ვურეკავთ, მოდიან, ეს უარს ამბობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიაბეტიდან გამომდინარე. 6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი. ტარიელთან ერთად მირიან ლოლაძეა მშრალ შიმშილობაზე“, - განაცხადა ირაკლი ჯიქიძემ.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს