დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელი მოაწერა ბრძანებას 12 ქვეყნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ტარიფების დონეები, რომლებსაც ისინი აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე გადაიხდიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას 12 ქვეყნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ტარიფების დონეები, რომლებსაც ისინი აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელზე გადაიხდიან.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა არ დაასახელა აღნიშნული 12 ქვეყანა და განაცხადა, რომ სია ორშაბათს გამოქვეყნდება.

„მე ხელი მოვაწერე რამდენიმე ბრძანებას და ისინი ორშაბათს გაიგზავნება. სხვადასხვა თანხა, სხვადასხვა ტარიფები“, - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპმა აპრილში გამოაცხადა 10%-იანი საბაზისო ტარიფი და დამატებითი თანხები ქვეყნების უმეტესობისთვის, ზოგიერთი 50%-მდე. 10%-იანი საბაზისო ტარიფის გარდა ყველა განაკვეთი მოგვიანებით 90 დღით შეჩერდა, რათა მოლაპარაკებებისთვის შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო დარჩენილიყო

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს