საფრანგეთში ტყის ხანძარმა 1 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა

საფრანგეთის სამხრეთით, ესპანეთთან საზღვართან ახლოს, ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელმაც 1 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა, - ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ოდის დეპარტამენტში ორშაბათს შუადღისას გაჩნდა.

ხანძრის ჩაქრობაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან 1 000-ზე მეტი მეხანძრე და 300 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

ხანძრის გამო რამდენიმე მიმდებარე გზა გადაიკეტა. მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ევაკუაცია მოსალოდნელი არ არის, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა დროებითი თავშესაფრები, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ღამით იქ 300-ზე მეტი ადამიანი დარჩა.

ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, რათა თავიდან აიცილონ საფრთხე და მეხანძრეებს ხელი არ შეუშალონ მუშაობაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს