ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება - გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლებიდან 21 ოჯახია გაყვანილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში მეწყრული პროცესი გრძელდება. პროცესის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები. სოფლებში ხემაღალსა და ღეკში მეწყრული კერების გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.

პარალელურად, გრძელდება პროცესების მონიტორინგი და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ადგილზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არსებულ მდგომარეობას და ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ.

„მერია მოქმედებს გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თითოეულ ოჯახთან, ვსწავლობთ მათ მდგომარეობას და ვცდილობთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით უზრუნველვყოთ შესაფერისი ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი მათთვის", - განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.

სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესები რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს