ალექსანდრ სირსკი - უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ხაზი გავუსვი რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში პოზიციების აღდგენისა და ტერიტორიების შენარჩუნების მნიშვნელობას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ხაზი გაუსვა რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში პოზიციების აღდგენასა და ტერიტორიების შენარჩუნებას, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხაზი გავუსვი ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედებებს აქტიურ თავდაცვაში - მოწინააღმდეგისთვის პოკროვსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით ჩვენი თავდაცვის სიღრმეში წინსვლისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევის საშუალების არ მიცემას. ხაზი გავუსვი რუსეთის ფედერაციის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში პოზიციების აღდგენისა და ტერიტორიების შენარჩუნების მნიშვნელობას. ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონაში მტრის მნიშვნელოვანი ჯგუფის შეზღუდვას. მტერი იქ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს“, - აღნიშნა სირსკიმ.

ცნობისთვის, ალექსანდრ სირსკიმ 21 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. მისივე თქმით, მომავალში არმია უბრალოდ თავდაცვაში არ დარჩება და თავდაცვასთან ერთად შეტევით მოქმედებებსაც განახორციელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს