პროკურორი - სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციებით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც გამოძიებას შესაძლებლობას მისცემს, სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, დაზარალებულების მონაწილეობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც გამოძიებას შესაძლებლობას მისცემს, სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება, - ამის შესახებ პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე პარლამენტთან განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, დაზარალებულების მონაწილეობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია