გელა გელაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე - ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი გადაყვანილია კლინიკაში - გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით

შს მინისტრი, გელა გელაძე ადასტურებს, რომ "სადგურის მოედანზე" კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

მისი თქმით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და კონტაქტურია.

”ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.

ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, - განაცხადა გელა გელაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს