Reuters - უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკის მიუხედავად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა მედიის შესახებ კანონი დაამტკიცა

უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკის მიუხედავად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა მედიის შესახებ კანონი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჯაფაროვის მიერ ხელმოწერილი კანონი ქვეყანაში მოქმედ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე მთავრობის კონტროლის გაფართოებას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, ყირგიზეთში მოქმედი ყველა მედიასაშუალება, მათ შორის ყველა ონლაინ პლატფორმა, შესაბამის სახელმწიფო უწყებაში უნდა დარეგისტრირდეს და მათი უცხოური საკუთრების წილი 35%-მდე უნდა შეიზღუდოს.

მანამდე ჯაფაროვმა „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის ჯარიმები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებებს შეიძლება 65 000 სომის (დაახლოებით 740 დოლარის) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროთ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს