შინდისში, დაღუპული სამხედროების მემორიალური კომპლექსი აშენდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, შინდისში, ბრძოლის ადგილზე დაღუპული სამხედროების მემორიალი დაიდგმება და ასევე, მემორიალური სივრცე მოეწყობა.

როგორც მან ჟურნალისტებს შინდისის მემორიალთან განუცხადა, მემორიალური სივრცე ადგილზე მისულ მოქალაქეებს დაღუპული სამხედროების მიერ განვლილი გზის სრულად აღქმის შესაძლებლობას მისცემს.

„დღეს შინდისის გმირების დღეა. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ისტორიაში. შეუპოვარი ბრძოლის, თავდაუზოგავი ბრძოლის დღე და ქართული ხასიათისა და სულის გამოვლინების დღე. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც განახორციელებს თავდაცვის სამინისტრო. აქ შინდისის გმირების მემორიალი იქნება მოწყობილი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური. ერთი მხრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სრულად იქნება შენარჩუნებული ის იერსახე, რომელ იერსახესაც აქაურობა ატარებს და უზრუნველყოფილი იყოს ავთენტურობა. მეორე მხრივ, ასევე დაემატება სხვა ელემენტები, რომელიც გამოყოფს იმ ადამიანებს, ვინც აქ, 17 წლის წინ, გმირობა ჩაიდინა.

დღესაც ეს ადგილი ძალიან ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილია. ოჯახის წევრების, ჭირისუფლების, ჩვენი თანამებრძოლების, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების. ასევე, დარწმუნებული ვარ, ამ მემორიალს მომავალში სხვებიც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებიც ნახავენ. ამ ტერიტორიას მთლიანად მემორიალური დატვირთვა მიეცემა. ორივე შენობა მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება თავის ავთენტური შეხედულებით. ასევე, იქნება შესაძლებლობა, რომ აქ მოსულმა ადამიანებმა სრულად გაიარონ ის მომენტები და აღიქვან, რომელიც ჩვენმა მებრძოლმა ბიჭებმა გაიარეს ომის პერიოდში. მოწყობილი იქნება შესაბამისი ბილიკები, რათა ერთი წრით სრულად იქნას აქაურობის აღქმის შესაძლებლობა“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, სამუზეუმო სივრცის სამშენებლო სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია - შემუშავებულია კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, პროექტი და ესკიზები, რომლებიც დღეს შინდისში გამოფენილ სურათებზე წარმოადგინეს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში