ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა

ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„მას პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ჩემი შეხვედრის შესახებ ვაცნობე. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯების წინ პოზიციები შევაჯერეთ“, - წერს ანდრეი ერმაკი.

ერმაკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა.

„უკრაინისთვის პრიორიტეტს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა წარმოადგენს, რაც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, როგორც რეალური მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს