ჟან-ნოელ ბარო - ალასკის სამიტმა ცეცხლის შეწყვეტამდე უნდა მიგვიყვანოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო მიიჩნევს, რომ პარასკევს ალასკაში აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოიწვიოს.

„მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვისწრაფვით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. სამიტმა, რომელიც ალასკაში გაიმართება, უნდა მიგვიყვანოს ცეცხლის შეწყვეტამდე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სურს და რომელზეც უკრაინა ხუთი თვის წინ დათანხმდა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება საბოლოოდ დაიწყოს მოლაპარაკებები“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება დაამტკიცეს. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს