სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოებისა და საბერძნეთის მწერალთა კავშირი საპატიო წევრის, საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარშია აღნიშნული, რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში.

„მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების გარდაცვალება ტოვებს იმ სიცარიელეს, რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია. აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალებით ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დააკლდა მკვლევარი, რომელმაც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებებს ახალი, მეთოდოლოგიურად გამართული კვლევითი პერსპექტივა მისცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი იმ სამეცნიერო სივრცის ფორმირებაში, სადაც ჰუმანიტარული განათლება და მეცნიერება ისტორიის, ენის და ეროვნული იდენტობის გააზრების საფუძველია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა სახელით ვუსამძიმრებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, აღზრდილებს, მეგობრებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.

რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში “, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ცნობისათვის, რისმაგ გორდეზიანი 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

რისმაგ გორდეზიანი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორია.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს