ირაკლი კუპრაძე - ბერლინში შევხვდი არამხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს

ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, ბერლინში :გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა.

როგორც მან აღნიშნა, ბერლინში გიორგი გახარიას გარდა, ის ევროპელ პოლიტიკოსებსაც შეხვდა.

„ჩვენ გვქონდა ბერლინში ვიზიტი. ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, იმიტომ, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებებს სჭირდება უშუალო შეხვედრა, პირისპირ საუბარი. მე შევხვდი არამხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სანამ უვიზო მიმოსვლა არ დაგვიკარგავს „ქართული ოცნების“ ბრალეულობით საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ვხვდებით ადამიანებს, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ შორის გიორგი გახარიას.

ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე და ავიღეთ ვალდებულება, რომ საზოგადოებას შევთავაზებთ თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც, სამწუხაროდ, სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, კუპრაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელო - ძლიერ საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში საერთო კანდიდატები ეყოლება.

„ლელო - ძლიერ საქართველოს“ და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატები“, - განაცხადა მან.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს