თარჯიმანთა ბიურო - 5 მთავარი შეკითხვა მისი შერჩევისას

თარგმნა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ერთი ენიდან მეორეზე სიტყვების გადატანა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იურიდიულ დოკუმენტებს, სამედიცინო ტექსტებს, ბიზნეს მიმოწერას ან ოფიციალურ ხელშეკრულებებს.

თარჯიმანთა ბიუროს შერჩევისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ მიიღებთ ხარისხიან, სანდო და პროფესიონალურ მომსახურებას. თარჯიმანთა ბიურო Targmna-Online გთავაზობთ 5 მთავარ კითხვას, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ, სანამ თარჯიმანთა ბიუროსთან თანამშრომლობას დაიწყებთ:

გადის თუ არა თარგმანი რედაქტირებას და ხარისხის კონტროლს?

კონკრეტული თარჯიმანი შეიძლება კარგი მთარგმნელი და პროფესიონალი იყოს, მაგრამ შეცდომების შესამჩნევად საჭიროა დამატებითი რედაქტორი. იკითხეთ, რამდენ ეტაპს გადის თარგმანი და ვინ ამოწმებს საბოლოო ვერსიას.

რა ვადებში შეგიძლიათ თარგმანის შესრულება და როგორ ხდება გადაუდებელი სიტუაციების მართვა?

დასვით კონკრეტული შეკითხვა – რამდენ დღეში ან საათში შეძლებენ დოკუმენტის თარგმნას? აქვთ თუ არა შესაძლებლობა, ერთდროულად რამდენიმე თარჯიმანი ჩართონ, თუ საქმე სასწრაფოა? მიიღეთ გარანტიები და მხოლოდ შემდეგ შეარჩიეთ არჩევანი სასურველ კომპანიაზე.

გყავთ თუ არა თარჯიმანი, რომელიც ჩემთვის სასურველ დარგში სპეციალიზებულია?

თარგმნის პროცესი, სტილი და ლექსიკა ყველა დარგისთვის სხვადასხვანაირია. იურიდიული, ტექნიკური, სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა და მარკეტინგული ტექსტები განსხვავებულ გამოცდილებასა და ტერმინოლოგიას საჭიროებს. დარწმუნდით, რომ ბიუროს ჰყავს სპეციალისტი თარჯიმნები კონკრეტულ სექტორში.

უზრუნველყოფთ თუ არა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას?

სამართლებრივი და ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროა, განსაკუთრებით თუ დოკუმენტი ოფიციალურ სტრუქტურაშია წარსადგენი. იკითხეთ — გასცემენ თუ არა ინვოისს, ხელს აწერენ თუ არა კონფიდენციალურობის შეთანხმებას, შეუძლიათ თუ არა ნოტარიული დამოწმება და ა.შ. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბიზნესებსა და უცხოურ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისას.

რა ფორმატში მივიღებ თარგმანს და რა დამატებით მომსახურებას მთავაზობთ?

გავრცელებულია მოთხოვნაა, რომ თარგმანი იყოს კონკრეტულ ფორმატში — PDF, Word, InDesign და სხვ. აგრეთვე, თუ გჭირდებათ რედაქტირება, სურათების ჩასმა ან შეცდომით დაწერილი ტექსტის გასწორება, თარჯიმანთა ბიურომ შეიძლება ეს სერვისებიც შემოგთავაზოთ.

სწორი თარჯიმანთა ბიუროს შერჩევა თქვენ გაძლევთ საშუალებას დამშვიდდეთ და საქმე მიანდოთ პროფესიონალებს — თქვენ იცით, რომ თარგმანი შესრულდება ზუსტად, დროულად და პროფესიონალურად. სანამ არჩევანს გააკეთებთ, დაუსვით თარჯიმანთა ბიუროს ზემოთ ჩამოთვლილი კითხვები და აირჩიეთ შესაბამისი კომპანია, რომელიც თქვენს საჭიროებებს ნამდვილად დააკმაყოფილებს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია