Reuters - ნატო-ს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ

ნატო-ს სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ალექსუს გრინკევიჩი გაუზიარებს.

ასევე, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, დენ კეინიც მიიღებს.

შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ უკრაინაში ჯარებს არ განათავსებს, თუმცა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს