კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან, შეაქო და მათ „გმირები“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან, შეაქო და მათ „გმირები“ უწოდა.

„კიმმა დიდად დააფასა მათი გმირობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის განთავისუფლების ოპერაციებში“, - იტყობინება KCNA.

როგორც Reuters იუწყება, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ომის მხარდასაჭერად უკრაინაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა და სავარაუდოდ ასობით ჯარისკაცის გაგზავნას კიდევ გეგმავს.

კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ურთიერთდახმარების პაქტს მოიცავს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა