მარკო რუბიო - კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას ვაპაუზებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სატვირთო მანქანების იმ მძღოლებთან დაკავშირებით, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ წესის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მძღოლებისგან ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე