Global Finance: „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ქვეყანასა და რეგიონში

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა როგორც ქვეყანაში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-ი საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ასახელებს, ინიციატივაში კი წამყვანი საფინანსო ორგანიზაციები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მიიღო.

პირველი რაუნდის ფარგლებში, მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ შეირჩნენ, გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქციის მიერ დასახელდნენ.

გამარჯვებულების გამოსავლენად, ჟიურის წევრები ეყრდნობიან შემდეგ კრიტერიუმებს: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და სერვისის მიწოდების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მხრიდან ციფრული შეთავაზებების გამოყენება, ციფრული მომხმარებლების ზრდა, ციფრული ინიციატივების ეფექტურობა, ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინი და მათი ფუნქციურობა.

„ციფრული საბანკო პროცესები გამუდმებით იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, Cloud-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ უსაფრთხო და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებზე მორგებული გამოცდილება. წლევანდელი Global Finance-ის გამარჯვებულები კი ინოვაციების სათავეში არიან, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საბანკო პროცესების მომავალს“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

“მოხარული ვართ, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ციფრული ეკოსისტემის სიძლიერეს, ინოვაციებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ჩვენთვის მომხმარებლის, როგორც ჩვენი ყოველდღიური პროცესების მთავარ ღირებულებას. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ უსაფრთხო, მარტივი და თანამედროვე საბანკო გამოცდილება. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საუკეთესო ციფრული ბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკის ჯილდოების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია