გამოცემა Welt - ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გარკვეული პირობების ფარგლებში, უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გარკვეული პირობების ფარგლებში, უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ჩინეთის მმართველ წრეებში დაადასტურეს მზადყოფნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტი განათავსონ.

ერთ-ერთმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა უკრაინაში სამშვიდობოები განათავსოს „თუ ეს გაერო-ს მანდატის საფუძველზე მოხდება“.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის პოზიციამ ევროკავშირში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

„ერთი მხრივ, შეიძლება გლობალური სამხრეთის ქვეყნების ჩართვამ უკრაინაში სამშვიდობოების განთავსების იდეის მხარდაჭერა გააძლიეროს. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთი უკრაინაში ჯაშუშობით დაკავდება და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად რუსეთის მხარეს დაიჭერს“, - წერს გამოცემა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს