ევროკავშირის საბჭოს შენობა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა

ევროკავშირის საბჭოს შენობა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ევროპა პატივს მიაგებს უკრაინელების გამბედაობას, სიმტკიცეს და ევროპულ მომავალს.

„ევროპის შენობა თქვენს ეროვნულ ფერებში - ლურჯ და ყვითელ ფერებში - ანათებს, როგორც თქვენს მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის სიმბოლო. პატივს მივაგებთ თქვენს გამბედაობას, თქვენს მდგრადობას და თქვენს ევროპულ მომავალს“, - წერს კოშტა.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს