დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები ამოქმედდა.

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთი, მას შემდეგ რაც ტრამპმა ქვეყანას რუსული ნავთობისა და იარაღის შესყიდვებისთვის დამატებით 25%-იანი ჯარიმა დააკისრა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტარიფების გადამხდელ ქვეყნებს შორის მოექცა.

გამოცემა წერს, რომ ამან, შეიძლება, დარტყმა მიაყენოს ინდოეთის ექსპორტსა და ეკონომიკურ ზრდას იმის გათვალისწინებით, რომ აშშ, ბოლო დრომდე, ინდოეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.

მიმდინარე თვის დასაწყისში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ შეამცირებს გადასახადებს მათი ეკონომიკური ზემოქმედების შესამსუბუქებლად. მან ასევე გამოთქვა მხარდაჭერა შიდა თვითკმარობის გაზრდის მიმართ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს